Sunday, April 17, 2016


აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის  წლები

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამჟამად სხვიტორი კეთილმოწყობილი სოფელია თავისი შეძლებული კოლექტიური მეურნეობითა და მრავალი კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებით.